მოთავსებულია მე-5 სართულის ტერასაზე. მას ნახევრად მრგვალი ფორმა აქვს და ავსებულია მარილიანი წყლით აუზის კიდეებამდე, რაც მის ზღვასთან ერთიანობის ილუზიას ქმნის.


მოთავსებულია მესამე სართულის დონეზე და ივსება ჩანჩქერიდან გადმოსული მტკნარი წყლით. ეს აუზში მუდმივ დინებას ქმნის, რაც დამატებითი სიამოვნების წყაროა.
ზომით 20 x 6 m, მოთავსებულია მე-4 სართულზე, სპას განყოფილებაში.


სპა-ში თქვენ გელოდებათ ორთქლის აბანო და კანადური კედრით მოპირკეთებული საუნა რომელიც ერთდროულად 12 სტუმარს იტევს. აქვე არის ცივი წყლის აუზი.
აქ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური მანიპულაციები ტარდება.


შიდა აუზთან ორი ჯაკუზია: ერთი - "შარკო"ს ტიპის მასაჟით, და მეორე - წყალქვეშა სარბენი ბილიკებით. ეს ჯაკუზი წონის დაგდების, ხერხემლის და ქვედა კიდურების სახსრების რეაბილიტაციის უნიკალურ საშუალებას იძლევა.
სპაშია ასევე სავარჯიშო ოთახი, სადაც ერთდროულად 10-12 ადამიანს შეუძლია ფიზიკური დატვირთვა.


სამივე აუზს აქვს საბავშვო მცირე აუზი.
საწუწაო ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია ზაფხულში.
ელექტრონული თამაშები საინტერესოა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მოზრდილთათვისაც.


დიდი დარბაზია სამი და მეტი წლის ასაკის ბავშვებისთვის, სადაც ისინი მომვლელის მეთვალყურეობის ქვეშ თამაშობენ.
მშობლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ თავისი შვილების საბავშვო მოედანზე გართობას სამაგიდო თამაშების კლუბის ვიტრინიდან, და იმავ დროს ითამაშონ ნარდი, კარტი, ჭადრაკი, შაში და ისიამოვნონ სხვადასხვა სასმელით, ხოლო ზაფხულში, როდესაც კლუბი მთლიანად იხსნება- სიგარების არომატითაც.


ბილიარდის კლუბი გთავაზობთ ყველანაირი ბილიარდის პროფესიონალურ მაგიდებს: რუსული პირამიდა, სნუკერი, პული და კარამბოლი. სტუმრებს თამაშთან ერთად შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა სასმელით და სნეკით როგორც საბილიარდოს შიგნით, ასევე გარეთ, ტერასაზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იხსნება კვარიათს, გონიოსა და ბათუმზე.
ეს კიდევ ერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სიგარის ან ჩილიმის სხვადასხვა არომატით.


მოთავსებულია საბილიარდოსთან და სხვადასხვა ენაზე მრავალ წიგნთან ერთად გთავაზობთ ძალზე მყუდრო გარემოს ღია ბუხრის გარშემო.
აღჭურვილია თანამედროვე აუდიო და ვიდეო აპარატურით და 24 სრულად განშლადი კომფორტული სავარძლით. იგი საყვარელი ადგილია ბავშვებისთვის მულტფილმების ჩვენებისას, და უფროსებისთვის- სპორტული გადაცემების და საკუთარი ვიდეო კადრების საყურებლად.


კეგელბანის ორ სრული ზომის ბილიკს გთავაზობთ. აქვე მცირე ბარი მოგართმევთ გამაგრილებელ და ალკოჰოლურ სასმელებს.
ფიზიკური აქტიურობის კიდევ ერთი ადგილია ზაფხულის სეზონში


მოთავსებულია ღია ტერასაზე და აქვს მცირე ტრიბუნა გულშემატკივრებისთვის
გთავაზობთ ცოცხალ მუსიკას, საცეკვაო და DJ სესიებს. აქვე შეგიძლიათ გემრიელად ივახშმოთ.


მოთავსებულია კოშკის სახურავზე და აღჭურვილია მასიური, 24” სარკიანი ტელესკოპით და რამდენიმე საშუალო სიმძლავრის ტელესკოპით.