კლინიკა

პლასტიკური კორექცია

ჩვენს კლინიკაში უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ ცხვირის, ქუთუთოების, სახის, კისრის, მკერდის, და სხვა პლასტიკურ კორექციებს. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით იმეილით: info@litzresort.com

სტომატოლოგიური კლინიკა 

ჩვენი პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკა გთავაზობთ შეღავათიან ფასებში ყველანაირ სტომატოლოგიურ მომსახურებას უახლესი აპარატურების და მასალების გამოყენებით. დეტალების გასაცნობად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე: info@litzresort.com

თმის გადანერგვა

გამოცდილი ექიმები დაგეხმარებიან ახალგაზრდული შესახედაობის დაბრუნებაში.

დეტოქსიკაცია „ლიც“ რეზორტში

მსხვილი ნაწლავების გაწმენდა (დეტოქსიკაცია)- ალტერნატიული მედიცინის მეთოდია, რომლის მიზანია პაციენტის გამოჯანსაღება საჭმლის მომნელებელი სისტემის ტოქსინებიდან განთავისუფლების  გზით. ნაწლავებში დაგროვებული შლაკების დაშლა და გამოძევება აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციას და ენერგიის მოზღვავებას იძლევა.

 ნაწლავთა დეტოქსიკაციას შეუძლია თქვენთვის ბევრი სიკეთის მოტანა, მათ შორის:

  1. ნაწლავებიდან შლაკების, ტოქსინების გამოძევება, რაც ხშირად ალერგიებს, ღვიძლის ფუნქციების დაქვეითებას და კანის დაავადებებს იწვევს;
  2. საკვების, მინერალების და ვიტამინების შეწოვის გაუმჯობესება;
  3. ნაწლავთა პერისტალტიკის გაუმჯობესება და შეკრულობის პრევენცია;
  4. იმუნური სისტემის მუშაობის გაუმჯობესება;
  5. წონის დასაკლებად ტრიგერის ფუნქციის შესრულება;
  6. შობადობის ფუნქციის გაუმჯობესება;
  7. ნაწლავის კიბოს რისკის შემცირება;
  8. სისხლის მჟავა ტუტოვანი წონასწორობის დაბალანსება;
  9. ენერგიის მომატება
  10. ზოგადი თვითშეგრძნების გაუმჯობესება  და სხვა

 

დეტოქსიკაციის ეფექტი ბევრად ძლიერდება ჯანსაღი დიეტის დაცვით. „ლიც“ რეზორტის ექიმები და დიეტოლოგები დაგეხმარებიან თქვენი სურვილისა და კლინიკური ჩვენებების შესაბამისი გამაჯანსაღებელი პროგრამის შედგენაში.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.liplitz.com ან დარეკეთ: 591 808 844.

ლიპარტია-ლიც-ის გამაჯანსაღებელი პროგრამა

წონის დაგდების და გაჯანსაღების ეს პროგრამა „ლიც რეზორტის“ ბაზაზე შეიმუშავა მარი ლიპარტიამ- ქართული წარმოშობის ამერიკელმა ექიმმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სისტემაში  სიმსუქნის პრობლემებზე .

 პროგრამა მორგებულია მონაწილის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და სიმსუქნის მკურნალობის ოთხ ბოძს ეყრდნობა: კვება, მოძრაობა, განწყობა და სამედიცინო თერაპია.

      მკურნალობის ფილოსოფია სიმსუქნის ბიოლოგიაზეა აწყობილი და არა პიროვნების ნებისყოფაზე. ( 37)

პროგრამა მოიცავს:

  • ექიმის კონსულტაციებს
  • სრულყოფილ მეტაბოლურ და კვებით შეფასებას, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს, სხეულის ქსოვილოვანი შემადგენოლობის კომპიუტერულ ანალიზს;
  • კლინიკური ჩვენებების შესაბამისად სამკურნალო პრეპარატების დანიშვნას და კვებითი დანამატების რეკომენდაციას.
  • კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს;
  • გამოცდილი შეფ-მზარეულების მიერ მომზადებულ უგემრიელეს საკვებს;
  • საგანმანათლებლო და სავარჯიშო ციკლებს მცირე ჯგუფებში
  • ყოველდღიურ რჩევებს და ინსტრუქციებს;
  • ყველა ხარისხის ყოველდღიურად დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვებს
  • მუდმივ სამედიცინო კონტროლს და მონიტორირებას;

„ლიც რეზორტი“ დამატებითი მომსახურების სახით გთავაზობთ:

  • დეტოქსიკაციას - ნაწლავების გაწმენდას თანამედროვე ციფრული დანადგარის მეშვეობით;
  • ჯაკუზს შარკოს ტიპის მასაჟით;
  • ჯაკუზს წყალქვეშა სარბენი ბილიკებით;
  • წყალქვეშა აერობიკის სეანსებს
  • ფინურ აბანოს;
  • ორთქლის აბანოს;
  • სხვადასხვა ტიპის მასაჟებს;
  • აკუპუნქტურას;
  • იოგას;
  • აიურ ვედას;
  • ფითოთერაპიას

„ლიპარტია-ლიც“ პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა 2 კვირაა, თუმცა მონაწილის სურვილის შესაბამისად ის შეიძლება 3-4 კვირამდე გაიზარდოს. თუმცა პროგრამა არ მთავრდება რეზორტიდან გამგზავრების შემდეგაც: პროგრამის მონაწილე მიემგზავრება სახლში შეცვლილი მენტალიტეტით, ენერგიით დამუხტული, გაუმჯობესებული განწყობით და ბიო მახასიათებლებით. მას თან მიჰყვება რეკომენდაციები, ექიმის კონსულტაციები და კვების სპეციალისტების მიერ 12 კვირაზე გაწერილი ინდივიდუალური მენიუ.

 

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს www.liplitz.com, მიმართოთ „ლიც რეზორტის“ კონსიერჟს ან                         დარეკოთ: 591 808 844 

გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია, ამიტომ გირჩევთ 4-6 კვირით ადრე გაიაროთ რეგისტრაცია.

კოვიდ 19

„ლიც რეზორტი“ ცდილობს შეინარჩუნოს კოვიდისგან თავისუფალი სტატუსი, რისთვისაც მკაცრად იცავს რეგულაციებს, მუდმივად ამოწმებს თანამშრომლების ტემპერატურას და დამახასიათებელ სიმპტომებს, და სტუმართა მიღებისას - ვაქცინაციას ან კოვიდ ტესტის პასუხს.

 ამას გარდა, ჩვენთან მუდმივად არის ექიმი, რომელსაც შეუძლია როგორც კოვიდ სწრაფი ტესტის ჩატარება, ასევე პაციენტის გასინჯვა და ოქსიგენაციის და ძირითადი ლაბორატორიული ანალიზების შემოწმება ადგილზე, ჩვენს მინი კლინიკაში.

მინი კლინიკაში გვაქვს ელექტრონული საავადმყოფო საწოლები, პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის გენერატორები და ყველანაირი სამედიცინო აპარატურა რათა პაციენტს კვალიფიციური დახმარება ჩაუტარდეს სტაციონარში გადაყვანამდე, თუ ამის საჭიროება დადგება.